მიშელ პლატინი დააკავეს
loader

Breaking news

მიშელ პლატინი დააკავეს

  • მიშელ პლატინი დააკავეს

თბილისი: უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი დაკავებულია.

ინგლისური გაზეთის "სანის“ ინფორმაციით, 63 წლის პლატინი პოლიციამ დააკავა იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების გადაცემას ეხება. ამ მომენტისთვის, პლატინი პარიზის გარეუბან ნანტერის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს საქმეში, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის მასპინძელი ქვეყნის არჩევნებისას ხმების გაყალბებას ეხება. სწორედ ამის წყალობით გახდა პლანეტის პირველობის მასპინძელი ყატარი.

2015 წლის ბოლოს პლატინი, რომელსაც ფიფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ამ ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტმა რვა წლით ჩამოაცილა საფეხბურთო მოღვაწეობას. ამის საფუძველი გახდა 2011 წელს, ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის მიერ პლატინის ანგარიშზე ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვა. მოგვიანებით, ეს დისკვალიფკაცია ექვს წლამდე შეამცირეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე