რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა
loader

Breaking news

რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

  • რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

თბილისი: 96 წლის ასაკში, რომში, საკუთარ სახლში იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში გაუარესდა.

ფრანკო ძეფირელი ფლორენციაში 1923 წელს დაიბადა.

მან კარიერა 1940-იანი წლების ბოლოს მსახიობის და თეატრის მხატვრის რანგში დაიწყო. 1950-იან წლებში ის თეატრალური და საოპერო დადგმების რეჟისორი გახდა. პირველი ფილმი „კემპინგი“ კი 1957 წელს გადაიღო. 1968 წელს მისი გადაღებული „რომეო და ჯულიეტა“ შექსპირის ამ ნაწარმოების ყველაზე წარმატებულ კლასიკურ ეკრანიზებად არის აღიარებული. მის ცნობილ ფილმებს შორისაა ასევე "ჭირვეულის მორჯულება“ (1967), „ჰამლეტი“ (1990) და „ჯეინ ეარი“ (1996). მთლიანობაში ძეფირელიმ 20-მდე ფილმი გადაიღო.

ძეფირელი "ემის“ ორგზის და BAFTA-ს მფლობელია. ის ორჯერ იყო „ოსკარზე“ წარდგენილი.

ფრანკო ძეფირელი ასევე სილვიო ბერლუსკონის პარტიის "ფორცა იტალიას" წევრი იყო და 1994-2001 წლებში, ორი ვადით იტალიის სენატში საქმიანობდა.

1977 წელს მან მიიღო ორდენი „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის“. 2004 წელს ძეფირელის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორის წოდება და სერის ტიტული მიანიჭეს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე