პუტინთან ვახშმის გამო საბუთების გაყალბებისთვის, ორნელა მუტის ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს
loader

Breaking news

პუტინთან ვახშმის გამო საბუთების გაყალბებისთვის, ორნელა მუტის ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს

  • პუტინთან ვახშმის გამო საბუთების გაყალბებისთვის ორნელა მუტის ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს

კიევი: იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის სასამართლომ სოლიდური ჯარიმა - 30 ათასი ევრო და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 64 წლის ორნელა მუტიმ 2010 წელს ქალაქ პორდენონოში დაგეგმილ სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღო და გაყალბებული სამედიცინო ცნობა წარადგინა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორნელა მუტი იმ პერიოდში მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან ისადილა.

ორნელა მუტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ვერდის თეატრმა შეიტანა და მსახიობს გაყალბებული ცნობის წარდგენისთვის სასჯელის მოხდა მოუწევს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე