ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 22 პირია დაკავებული
loader

Breaking news

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 22 პირია დაკავებული

  • ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მთავრობის ადმინისტრაციასთან 22 პირია დაკავებული

თბილისი: მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებები გრძელდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 22 პირია დაკავებული.

პოლიციამ ტერიტორიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, მათ შორის  – ერთი სასულიერი პირი.

კანცელარიასთან რამდენიმე პოლიტიკოსი და ლგბტ თემის მხარდამჭერი რჩება, იქვე არიან კონტრაქციის მონაწილეებიც. 

დაკავებული პირები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონის გარღვევას და „თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებთან მისვლას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

"თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე