მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 9 ადამიანია დაკავებული
loader

Breaking news

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 9 ადამიანია დაკავებული

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 9 ადამიანია დაკავებული

თბილისი: მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ამ დროისთვის 9 ადამიანია დაკავებული.  დაკავებულები „თბილისი პრაიდის“ აქციის ორგანიზატორთა კონტრაქციის მონაწილეები არიან.

შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) განხორციელდა.

"ყველა დაკავებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილია.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია იმართება.

დღეს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე