"გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის, არავისთან არ შევათანხმებ"
loader

Breaking news

"გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის, არავისთან არ შევათანხმებ"

  • გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას რაც საჭიროა ქართველი ერისთვის არავისთან არ შევათანხმებ

თბილისი: არავინ სდევნის ლგბტ თემს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 16 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს.

"ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაკეთებ. ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ვარ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის. არავისთან არ შევათანხმებ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა ლგბტ თემის აქციაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მისვლას სამარცხვინო უწოდა

"ერთი რამე იცოდეს ყველამ: არავინ მაგათ არ სდევნის. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს. რა შუაშია კონსტიტუცია, შეიკრიბონ ინდოჩინეთში. სამარცხვინოდ მოიქცნენ სამადაშვილი, ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე