"ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა?"
loader

Breaking news

"ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა?"

  • ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა

თბილისი: "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი შს სამინისტროს მიმართავს, დღევანდელ აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასწრაფოდ გათავისუფლდეს.

როგორც ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი – არა.

"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისათვის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე რვა პირია დაკავებული. ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი – არა. ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ბოლო ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე რვა ადამიანია დაკავებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე