"ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში"
loader

Breaking news

"ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში"

  • ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში

თბილისი: ვეძახი გახარიას, რომ მიხვედი, შე კაი კაცო, ნარკომანებს ბოდიშები უხადე, აგერ ვდგავართ და მოდი, მოგვიხადე ბოდიში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა. 

"მაინტერესებს, რა უფლებით დააკავეს ჩვენი აღშფოთებული თანამოქალაქეები. ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში. მაინცდამაინც, ისე უნდა ვხაოდეთ და ვღაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ ამ მოედანზე? ვეძახი გახარიას, რომ მიხვედი, შე კაი კაცო, ნარკომანებს ბოდიშები უხადე, აგერ ვდგავართ და მოდი, მოგვიხადე ბოდიში. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. თუ სახელმწიფო უარს ამბობს წესრიგის დაცვაზე, ამ წესრიგს ჩვენ დავიცავთ. სულ მთელი მსოფლიოს ელჩები თბილისში რომ ჩამოვიდნენ და ეჭიჭყინონ ამ მთავრობას, აქციის გამართვის უფლებას მათ არ მივცემთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე