ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა
loader

Breaking news

ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა

  • ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა

თბილისი: თითოეული ოჯახისა და  სახელმწიფოს კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად განათლებაზეა დამოკიდებული,- ეს განცხადება ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ პედაგოგებთან  და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.  

დეპუტატმა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა და თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს მადლობა გადაუხადა.

"არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო იმ საქმის მიმართ, რასაც დღეს  სახელმწიფო აკეთებს, მხედველობაში მაქვს განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის დახმარებით კანონად იქცევა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, ასევე ყველა  მასწავლებელს , რომელიც ბოლომდე იხარჯება იმისათვის, რომ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნა  გადასცეს. ყველა მოსწავლეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, დღეს  ბოლო ზარია და თითოეულ მათგანს  წარმატებას ვუსურვებ",- განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ

2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე