"მე დავასახელე საეჭვო პირთა წრე, ყრილობის შემდეგ ვისაუბრებ გარემოებებზე, რომელზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ"
loader

Breaking news

"მე დავასახელე საეჭვო პირთა წრე, ყრილობის შემდეგ ვისაუბრებ გარემოებებზე, რომელზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ"

  • მე დავასახელე საეჭვო პირთა წრე ყრილობის შემდეგ ვისაუბრებ გარემოებებზე რომელზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ

თბილისი: დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე საუბრობს. ბესელიას თქმით,  საქმის გამოძიების გონივრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას არანაირი შედეგი  არ აქვს. 

ეკა ბესელიას განცხადებით, ამის ორი მიზეზი არსებობს - ხელისუფლება ან ხელს აფარებს დამნაშავეებს ან ვერ იძიებს საქმეს, რაც მისი თქმით, სისუსტის ნიშანია. 

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მის გასაჩუმებლად გაავრცელეს.

"ეს და სხვა მაგალითი, რომელიც გაჩნდა როგორც პრეცედენტი სამწუხაროდ, როგორც შანტაჟის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის. ეს მაგალითები მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, რომელიც მოხდა ადამიანების შანტაჟი, სწორედ მათი ოჯახური საიდუმლოებებით თუ უკანონო ჩანაწერით. მე ამ საქმესთან დაკავშირებით ველოდები ამ დრომდე იმ დაპირებას, რომელიც მოვისმინე შს მინისტრის მხრიდან საჯარო სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე, როდესაც მათ თქვა, რომ მალე იქნება დასახელებული ამ დანაშაულის ჩამდენი პირველი წყარო, თუმცა ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს არც იმის განცდა, რომ შესაძლოა, ის ადამიანები ნამდვილად იყვნენ გამოძიების მიერ დადგენილი. იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მოხდა ჩემი გაჩერებისთვის და დადუმებისთვის. თუ ეს ასე არ არის, დამიმტკიცონ სხვა რამ, მაჩვენონ სხვა ფაქტობრივი გარემოება და მე არ მიჭირს სახელი დავარქვა პირუთვნელად, რა ხდება.

ჩვენ გვაქვს ყრილობა 20 ივნისს ახალი პარტიის დაფუძნების და მე არ მინდა, ყრილობამდე ამ თემებზე უფრო მეტი დეტალის თქმა და საუბარი, თუმცა ყრილობის შემდეგ, მე ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროკურატურის და შსს-ს პირველი პირების მხრიდან უკვე მოვისმინო პასუხისმგებლობის შემცველი გადაწყვეტილებები და საბოლოო ინფორმაცია.

კითხვებს ვსვამ, რომ დაემთხვა რაღაც გარემოებები ვიღაცის გვარს, სადაც გარკვეული პირთა ჯგუფი მიცემულია პასუხისგებაში და იგივე ქმედებისთვის არ არის სხვა რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიცემული. თუ ვლაპარაკობთ კანონის წინაშე თანასწორობაზე, მაშინ ყველას მიმართ სამართლიანი უნდა იყოს მიდგომა. დაემთხვა გვარი, მე ხომ არ ვამბობ, რომ ის ადამიანია მონაწილე“, - განაცხადა ბესელიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე