"საქართველოში ჩამოსვლამდე, რუსმა ექსპერტებმა შეხვედრები უნდა გამართონ და დეტალები შეათანხმონ"
loader

Breaking news

"საქართველოში ჩამოსვლამდე, რუსმა ექსპერტებმა შეხვედრები უნდა გამართონ და დეტალები შეათანხმონ"

  • საქართველოში ჩამოსვლამდე რუსმა ექსპერტებმა შეხვედრები უნდა გამართონ და დეტალები შეათანხმონ

თბილისი: რუსეთი მიესალმება ქართული მხარის წინადადებას, რომ რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიის მონახულების შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრაზე ქართულ მხარეს მადლობა გადავუხადე წინადადებისთვის, რომ რუს ექსპერტებს თბილისში, ლუგარის ლაბორატორიის მონახულების საშუალება ექნებათ. ჩვენ ამას ვთვლით სწორად, მაგრამ შევთანხმდით, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, რუსმა ექსპერტებმა შეხვედრები უნდა გამართონ და დეტალები შეათანხმონ. რატომ ჩამოდიან? ჩამოდიან, რომ ნახონ. ექსპერტები არიან და ტელეკომპანიების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს არ ენდობიან“, – განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტები დაინტერესებული არიან ლაბორატორიის ფუნქციონირების შესწავლით, კითხვების დასმით და პასუხების მიღებით.

კარასინს არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავენ რუსი ექსპერტები საქართველოში ჩამოსვლას.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში მორიგი შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.

შეხვედრაზე სატრანსპორტო კომუნიკაციები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ჰუმანიტარული თემატიკა განიხილეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე