"ეს არის საფრთხე არა იმდენად რუსეთისთვის, რამდენადაც რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის"
loader

Breaking news

"ეს არის საფრთხე არა იმდენად რუსეთისთვის, რამდენადაც რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის"

  • ეს არის საფრთხე არა იმდენად რუსეთისთვის რამდენადაც რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის

თბილისი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს არის საფრთხე არა იმდენად რუსეთისთვის, რამდენადაც რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის. ერთია, როდესაც ჩვენ გვყავს კარგი მეზობელი, რომელსაც აქვს პრობლემები და ჩვენ ურთიერთობებში არის პრობლემები. მაგრამ სხვა რამეა, როდესაც შენი მეზობელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია“, – განაცხადა კარასინმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში მორიგი შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.

შეხვედრაზე სატრანსპორტო კომუნიკაციები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ჰუმანიტარული თემატიკა განიხილეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე