"ანაკლიის კონსორციუმიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სასურველი იქნებოდა, ექვსი თვით გადავადება და მათ მიერ წარდგენილ ვადას გავიზიარებთ"
loader

Breaking news

"ანაკლიის კონსორციუმიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სასურველი იქნებოდა, ექვსი თვით გადავადება და მათ მიერ წარდგენილ ვადას გავიზიარებთ"

  • ანაკლიის კონსორციუმიდან მივიღეთ ინფორმაცია რომ სასურველი იქნებოდა ექვსი თვით გადავადება და მათ მიერ წარდგენილ ვადას გავიზიარებთ

თბილისი: არაერთხელ გვაქვს განცხადებული, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის ნამდვილად პრიორიტეტული პროექტია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ ბოლო პერიოდში არაერთხელ მოახდინა ამის დემონსტრირება, მათ შორის, გადავადებების სახით, რომელიც ინვესტორისთვის იყო საჭირო სახსრების მოსაზიდად.

"ბოლოს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროს, რომელიც 21 მაისს შედგა, განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ  ვადა, რომელიც იყო განსაზღვრული 15 ივნისამდე, არ იყო საკმარისი  დაფინანსების ან საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის.  შესაბამისად, ჩვენ ამ შეხვედრაზევე ვთქვით და შევთანხმდით ბანკებთან და კონსორციუმთან, რომ ისინი წარმოადგენდნენ მათთვის სასურველ ვადას, რაც საჭირო ყველა ფორმალობის დასასრულებლად. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს თავისი შიდა პროცედურებიც აქვთ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შესაბამისად, მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ მიიღო ინფორმაცია, რომ სასურველი იქნებოდა ექვსი თვით გადავადება.

"როგორც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, ჩვენ გავიზიარებდით იმ ვადას, რა ვადაც იქნებოდა მოწოდებული კონსორციუმი მხრიდან. ამდენად, ჩვენ ახლა ვიმყოფებით შიდა სამთავრობო პროცედურებში. ეს ცვლილება მოითხოვს მთავრობასთან შეთანხმებას, უახლოეს მთავრობის სხდომაზე გვექნება უკვე შეთანხმება გადავადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ შემდეგში გადავადება საჭირო აღარ იქნება.

"რაც შეეხება კითხვას, შემდგომ შესაძლო გადავადებებთან დაკავშირებით, ჩვენი საერთო იმედია, რომ აღარ დაგვჭირდება გადავადება. პორტის მშენებლობის ვადად  ხელშეკრულებით არის დადგენილი 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი, შესაბამისად, არავისთვის არ არის სასურველი პორტის მშენებლობის გადავადება და თუ გადავადებაზე ვსაუბრობთ, ალბათ, კონსორციუმთანაც და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთანაც გვექნება საუბარი, რომ ბუნებრივია, დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე. ეს არის, რაც ჩვენ ყველას ერთად გვადარდებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე