პარლამენტის ეთიკის საბჭო დღეს პირველ შეხვედრას გამართავს
loader

Breaking news

პარლამენტის ეთიკის საბჭო დღეს პირველ შეხვედრას გამართავს

  • პარლამენტის ეთიკის საბჭო დღეს პირველ შეხვედრას გამართავს

თბილისი: საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება და ის საორგანიზაციო ხასიათის იქნება.

ეთიკის საბჭომ უნდა განიხილოს საჩივრები ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს. ასევე, საბჭოს ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემაც. ეთიკის საბჭო პირველივე სხდომაზე დაიწყებს მუშაობას დებულებაზე და ყველა იმ ფორმაზე, რომელიც მისი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. საბჭოს სხდომები დახურული იქნება.

საბჭოს 14-კაციანი შემადგენლობიდან შვიდი ადგილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, სამი – „ევროპულ საქართველოს“, ერთი  – „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსს“, ორი კი, დამოუკიდებელ დეპუტატებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე