"იმედი გვაქვს, საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და აღკვეთს იმას, რომ რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს“
loader

Breaking news

"იმედი გვაქვს, საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და აღკვეთს იმას, რომ რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს“

  • იმედი გვაქვს საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და აღკვეთს იმას რომ რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს

თბილისი: მნიშვნელოვანია, ყველამ აღიაროს, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმაა, ვიდრე  უსაფრთხოების საკითხები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. 

იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს“, - განაცხადა პომპეომ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე