ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა
loader

Breaking news

ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა

  • ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა

თბილისი: ხარაგაულში 7 ივნისს მომხდარი სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

სტიქიიდან მეოთხე დღეს, სოფელ მარელისსა და ლეღვანში ცენტრალური და საუბნო გზები ​მეწყერებისა და შლამისგან გაწმენდილია, ასევე მოწყობილია დროებითი ხიდები. 

ხარაგაულში 7 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩხერიმელა და ლეღვნულა ადიდდა, რამაც საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე