სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა
loader

Breaking news

სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

  • სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

თბილისი: ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი ითხოვდა ხუთი ათას ლარიან გირაოს. ადვოკატმა ასევე წარადგინა, რომ თავდებში უდგებოდა შვიდი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე თავდებში უდგებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომაზე პროტესტი მოჰყვა.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე