სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა
loader

Breaking news

სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

  • სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

თბილისი: თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

​ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის გაგრძელებასა და სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ორი თვით გახანგრძლივებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სუსლიაკის უფლებადამცველი სამართალდამცველებს ბავშვებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, არასრულწლოვნებთან კლინიკის პალატაში შედიოდნენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ზურაბ თოდიას ინფორმაციით, ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი გასაყიდად არიან გამზადებულები.  

მისივე განცხადებით, ბავშვები, რომლებიც ახლა უკვე უკრაინაში იმყოფებიან, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე