ზელენსკის დავალებით ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძარს სპეციალური კომისია შეისწავლის
loader

Breaking news

ზელენსკის დავალებით ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძარს სპეციალური კომისია შეისწავლის

  • ზელენსკის დავალებით ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძარს სპეციალური კომისია შეისწავლის

კიევი: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანს ოდესის ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძრის გამოსაძიებლად  სახელმწიფო კომისიის შექმნა დაავალა.

"ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძარი საშინელი ტრაგედიაა, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ჩვენ 6 დაღუპული გვყავს. ვავალებთ პრემიერ გროისმანს, გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისია შეიქმნას. ვუსამძირებ დაღუპულთა ოჯახებს", - აცხადებს პრეზიდენტი.

ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან მაშველებმა 15 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან ოთხი ადგილზევე გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, ექვსი ჰოსპიტალიზებულიდან ორი დაშავებული დაიღუპა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე