"შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს არ აღიარებს"
loader

Breaking news

"შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს არ აღიარებს"

  • შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ეწ არჩევნებს და მის შედეგებს არ აღიარებს

თბილისი: საქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შეერთებული შტატები არ აღიარებს ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არც მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე