სამტრედიაში ფერმერებს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშები გააცნეს
loader

Breaking news

სამტრედიაში ფერმერებს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

  • სამტრედიაში ფერმერებს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

თბილისი: სამტრედიაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა  გააცნეს. 

"ჩვენი მიზანია ადგილობრივი გენოფონდის მოძიება და შენარჩუნება. უცხოური, თუნდაც ძალიან კარგი ჯიში, ისე ვერ შეეგუება ადგილობრივ ეკოსისტემას, როგორც ადგილობრივი ჯიშები. ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ადგილობრივი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურები, მიიღონ მათ მოვლა-მოყვანაზე სრული ინფორმაცია და შემდეგ მიიღონ მათი გაშენების შესახებ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჭვავის ჯიშს „დუკატო“ დაეთმო, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საქართველოში ამ კულტურის მოყვანას დიდი პერსპექტივა აქვს და მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჭვავის ჯიშს „დუკატო“ უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ცდის, სადაც ჯიშმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. „დუკატო“ დაავადებების მიმართ გამძლე და ჩაწოლისადმი მედეგი ჯიშია, მისი საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2,8 ტონაა. ის საუკეთესო წინამორბედია სიმინდის, სოიოს და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისთვის. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე