გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს
loader

Breaking news

გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს

  • გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს

თბილისი: მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში შემოსული გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

"ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფის" ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა მადლობა გადაუხადა მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებს, დაბა ურეკში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფის" ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის და ლაშა ხოჯავას, ქალაქ ფოთის მკვიდრს, რომელმაც გიგანტური კუ იპოვა და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა.

ღონისძიებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე