კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი საქართველოშია
loader

Breaking news

კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი საქართველოშია

  • კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი საქართველოშია

თბილისი: კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი, რომელიც აღიარებულია, როგორც „ქუინის“ სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი და თავად ჯგუფის წევრების რჩეულია, საქართველოშია. ის თბილისში პროდიუსერებთან და მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა.

მომღერალი 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“ იმღერებს. ღონისძიება „ქუინის“ შემოქმედებას ეძღვნება. მარკ მარტელი ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

10 ივნისს, 12:00 საათზე მომღერალი ქართულ მედიას სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ შეხვდება, შემდეგ კი პირველ რეპეტიციას „ბრავო რეკორდსში“ გაივლის გორის ქალთა გუნდთან და თბილისის მერიის ვაჟთა კაპელასთან ერთად.

11 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მომღერალი საუნდ ჩექს გაივლის.

სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 11 ივნისს, 18:30 საათზე დაიწყება. გაიცემა ჯილდოები 15-ზე მეტ ნომინაციაში, მათ შორის არის მთავარი, წლის სიმღერის ჯილდოც. 

"ოქროს ტალღის“ მხარდამჭერია პროექტი „ჩექ ინ ჯორჯია“ და ქალაქ თბილისის მერია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე