პოროშენკომ საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა
loader

Breaking news

პოროშენკომ საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა

  • პოროშენკომ საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა

კიევი: უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარტია „ევროპულის სოლიდარობის“ ყრილობაზე საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა.

სიაში პირველი თავად პეტრო პოროშენკოა, მეორე - უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი. ხუთეულში არიან ასევე რადას პირველი ვიცე-სპიკერი ირინა გერაშენკო, გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ ზაბროდსკი, მომღერალი სოფია ფედინა.

პოროშენკოს პარტიის ათეულში ასევე არის ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი ივანა კამპუშ-ცინცაძე.

უკრაინაში ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე