საქართველომ გიბრალტარი ანგარიშით 3:0 დაამარცხა
loader

Breaking news

საქართველომ გიბრალტარი ანგარიშით 3:0 დაამარცხა

  • საქართველომ გიბრალტარი ანგარიშით 30 დაამარცხა

თბილისი: საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში გიბრალტარი დაამარცხა. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა. 

სტუმრების კარში პირველი გოლი 30-ე წუთზე ვაკო გვილიამ გაიტანა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე კი თავი გიორგი პაპუნაშვილმა გაიმოიჩინა. 

შეხვედრის 76-ე წუთზე გიბრალტარის კარებში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვატო არველაძემ წარმატებით შეასრულა.

საბოლოოდ, მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 10 ივნისს დანიის ნაკრებთან გამართავენ. მატჩს კოპენჰაგენი უმასპინძლებს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე