"ანაკლიის პროცესი ვერ დაზარალდება, ჩვენ ვუდგავართ პროექტს მხარში, ამ შემთხვევის შემდეგაც გვქონდა მოლაპარაკება ბანკებთან"
loader

Breaking news

"ანაკლიის პროცესი ვერ დაზარალდება, ჩვენ ვუდგავართ პროექტს მხარში, ამ შემთხვევის შემდეგაც გვქონდა მოლაპარაკება ბანკებთან"

  • ანაკლიის პროცესი ვერ დაზარალდება ჩვენ ვუდგავართ პროექტს მხარში ამ შემთხვევის შემდეგაც გვქონდა მოლაპარაკება ბანკებთან

თბილისი: ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორიც მიხვდა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული საკითხი, მართლაც არ არის ისეთი ქეისი, რომელზეც ღირს ხმაურის ატეხვა, პირიქით, დააზარალებდა ანაკლიის პროექტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე  განაცხადა.

ნათია თურნავამ კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა, როგორ შეხვდნენ ანაკლიის პორტის პროექტის დონორი ფინანსური ორგანიზაციები ფოთის პორტთან დაკავშირებით დოკუმენტის გაცემის საკითხს.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მთავრობისთვის პრიორიტეტია.

"ანაკლიის პროცესი ვერ დაზარალდება. ჩვენ ვუდგავართ პროექტს მხარში. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან და ბანკებთან. სხვათა შორის, ამ შემთხვევის შემდეგაც გვქონდა მოლაპარაკება ბანკებთან. არანაირი გადაჭარბებული რეაქცია ბანკების მხრიდან ამ საკითხზე არ არის. არადა, ეს არის ფინანსური პაკეტის შეკვრის მთავარი წყარო. იყო ძალიან გადაჭარბებული მყისიერი რეაქცია ინვესტორის მხრიდან და შენიშვნაც კი იყო ჩვენს მიერ, რომ სჯობს, ფოკუსირებული იყოს ამოცანებზე, რაც ახლა დგას მის წინაშე. ეს ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანებია, რომ დროულად შევკრათ ფინანსური პაკეტი და წინ წავიდეთ პროექტში. როგორც ჩანს, ინვესტორიც მიხვდა, რომ მართლაც არ არის ეს ისეთი ქეისი, რომელზეც ღირს ხმაურის ატეხვა და პირიქით, დააზარალებდა ანაკლიის პროექტს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე