"გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს და ყველა გარემოებას შეისწავლის"
loader

Breaking news

"გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს და ყველა გარემოებას შეისწავლის"

  • გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს და ყველა გარემოებას შეისწავლის

თბილისი: ბავშვთა უფლებების საკითხებში ​​​უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული მიკოლა კულება აცხადებს, რომ იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც ტარდება.

"ჩვენ გუშინ შევხვდით პროკურატურას და შსს-ს. მომზადებულია უკრაინული მხარის მიერ ძალიან ბევრი დოკუმენტი, ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით. ქალბატონი აპირებდა საქართველოდან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას. გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს და ყველა გარემოებას შეისწავლის. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი, როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. იულია სუსლიაკი თუ დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არადა უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მიკოლა კულებამ.

მისივე თქმით, ათივე ბავშვი სამშობლოში უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი სპეციალური თვითმფრინავით დღესვე გაფრინდება. ​


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე