ქართულმა მხარემ იულია სუსლიაკის ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
loader

Breaking news

ქართულმა მხარემ იულია სუსლიაკის ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

  • ქართულმა მხარემ იულია სუსლიაკის ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი: საქართველოს  გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე   ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს  და  საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ. 

პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ  იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის  გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და  მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ. 

"აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერსების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე", - აცხადებენ პროკურატურაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე