სააკაშვილისთვის "უდარის" თავმჯდომარეობის შეთავაზება კლიჩკოს პარტიაში დაპირისპირების მიზეზი გახდა
loader

Breaking news

სააკაშვილისთვის "უდარის" თავმჯდომარეობის შეთავაზება კლიჩკოს პარტიაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

  • სააკაშვილისთვის უდარის თავმჯდომარეობის შეთავაზება კლიჩკოს პარტიაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

კიევი: "უდარის" თავმჯდომარის პოსტის მიხეილ სააკაშვილისთვის შეთავაზების შესახებ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს გადაწყვეტილება პარტიაში დაპირისპირების მიზეზი გახდა.

გუშინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თავად კლიჩკოც ესწრებოდა, თანაგუნდელებმა მას გადაწყვეტილების შეცვლა კატეგორიულად მოსთხოვეს. ამის შესახებ Front News International-ს პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განუცხადა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა.

Front News International-ის ინფორმაციით, კლიჩკოს მიერ უარის შემდეგ, მას თანაპარტიელები განუდგნენ და უახლოეს ერთ კვირაში პარტიის ყრილობის გამართვა იგეგმება, რომელზეც კიევის მერი სავარაუდოდ, "უდარის" ლიდერობას დაკარგავს.

პარტია განცხადების გაკეთებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ კიევში რეგისტრაცია დაკარგა, შესაბამისად, მისი გარემოცვა უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს კი პარტია "უდარის" თავმჯდომარეობა ორი დღის წინ შესთავაზა.

"უდარი" მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს იყვნენ ჩვენთან ერთად. მე პარტიის ლიდერად ვრჩები, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის თავმჯდომარეობას ვთავაზობ", - განაცხადა კლიჩკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე