"საქართველო მზად არის, უკრაინას დაუბრუნოს 10 ბავშვი, რომელთა მშობლებიც ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი"
loader

Breaking news

"საქართველო მზად არის, უკრაინას დაუბრუნოს 10 ბავშვი, რომელთა მშობლებიც ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი"

  • საქართველო მზად არის უკრაინას დაუბრუნოს 10 ბავშვი რომელთა მშობლებიც ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი

თბილისი: საქართველო მზად არის, უკრაინას დაუბრუნოს 10 ბავშვი, რომელთა მშობლებიც ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბავშვების უფლებების საკითხებში ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენელი საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

"ახლა წყდება ბავშვების უკრაინაში დაბრუნების საკითხი. კერძოდ, გაგრძელდება საჭირო დოკუმენტების გაფორმების პროცესი. უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ბავშვები სამშობლოში ჩაიყვანონ“, – აღნიშნულია ზელენსკის პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე