უკრაინა და ნატო დამატებით სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
loader

Breaking news

უკრაინა და ნატო დამატებით სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

  • უკრაინა და ნატო დამატებით სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

კიევი: ნატო და უკრაინა ივლისში შავ ზღვაში დამატებით ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ივლისში შავ ზღვაში უკრაინასთან ერთად ერთობლივ დამატებით წვრთნებს გავმართავთ", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინისთვის დახმარებას გააგრძელებს.

როგორც სტოლტენბერმა აღნიშნა, ნატო უკრაინას კიბერუსაფრთხოებისა და სამედიცინო რეაბილიტაციისთვის 40 მლნ ევროზე მეტს გამოუყოფს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით"