"რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით"
loader

Breaking news

"რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით"

  • რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ მაგრამ ჯერ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკური პოლიტიკური და სამხედრო კუთხით

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის უკრაინა უნდა გაძლიერდეს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სამხედრო კუთხით. 

ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან, მზად ვართ ავამოქმედოთ მინსკის შეთანხმება, მაგრამ ჯერ უნდა გვქონდეს თავდაცვის საშუალება, უნდა გავძლიერდეთ, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, 5 ივნისს უკრაინის დელეგაცია განახლებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას მინსკის მოლაპარაკებებში. ამ მოლაპარაკებებს დაესწრება უკრაინის გენშტაბის ახალი მეთაური რუსლან ხომჩაკი.

ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრაზე განიხილება ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ვლადიმირ ზელინსკი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა