ვლადიმირ ზელინსკი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
loader

Breaking news

ვლადიმირ ზელინსკი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

  • ვლადიმირ ზელინსკი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ნატო-ს ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.

4 ივნისს ზელენსკი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მონაწილეობას მიიღებს ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრაში.

ზელენსკის პრესმდივნის იულია მენდელის თქმით, პრეზიდენტი ამ ვიზიტს გამოიყენებს საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი უკრაინის "ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს".

5 ივნისს ზელენსკი შეხვდება ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროპის კომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს და პოლონეთის პრეზიდენტს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე