"არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია
loader

Breaking news

"არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია

  • არმია ოქროს ლიგის გამარჯვებულია

თბილისი: თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.

ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.

ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე