რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნებს ატარებს
loader

Breaking news

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნებს ატარებს

  • რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნებს ატარებს

თბილისი: ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ავიაცია მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. სწავლება შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ ფეოდოსიასთან ახლოს იმართება.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მანევრებში 60 ავიაგამანადგურებელი, მათ შორის „მიგის“ და „სუპერჯეტ სუხოის“ ტიპის საფრენი ხომალდები, ასევე ვერტმფრენები მონაწილეობენ.

წვრთნების დროს რუსულმა თვითმფრინავებმა ჰაერში სხვადასხვა ტიპის მანევრების დემონსტრირება მოახდინეს და ბომბები ჩამოყარეს.

რუსეთის ავიაციის წვრთნები 9 ივნისამდე გაგრძელდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე