ნიჟნი-ნოვგოროდში, ტროტილის საამქროში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

ნიჟნი-ნოვგოროდში, ტროტილის საამქროში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

  • ნიჟნი-ნოვგოროდში ტროტილის საამქროში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

თბილისი: რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. 

ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

აფეთქებების გამო ინციდენტის ადგილთან ახლოს, სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღება გახდა საჭირო. მომატებულია რადიაციის დონე.

ნიჟნი-ნოვგოროდში სამი ძლიერი აფეთქება კომპანია „გოსნი კრისტალის“ ტერიტორიაზე, ტროტილის საამქროში მოხდა. დაზიანებულია ქარხნის 5 შენობა, ცეცხლი 1,2 ათას კვ.მ.-ზე გავრცელდა.

ადგილზე 400-ზე მეტი მაშველი და 50 ერთეული ტექნიკა მუშაობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე