რუსეთში, ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა
loader

Breaking news

რუსეთში, ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა

  • რუსეთში ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა

თბილისი: რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.

რუსული მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

თავის მხრივ, ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნატორის მოადგილე დიმიტრი კრასნოვი აცხადებს, რომ დაშავებულია 16 ადამიანი, ორი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დანგრეულია 100 კვ.მ. ფართობი, ასევე, აფეთქებების შემდეგ გაჩენილი ხანძარი სხვა შენობებზეც გადავიდა.

ამ დრომდე არსებობს განმეორებითი აფეთქებების საფრთხე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე