მარჯანიშვილის თეატრის გვერდით რამდენიმე კაფე დაარბიეს (ექსკლუზივი)
loader

Breaking news

მარჯანიშვილის თეატრის გვერდით რამდენიმე კაფე დაარბიეს (ექსკლუზივი)

  • მარჯანიშვილის თეატრის გვერდით რამდენიმე კაფე დაარბიეს ექსკლუზივი

თბილისი: მარჯანიშვილის თეატრის გვერდით "სპან კაფე" და მიმდებარე რამდენიმე კაფე დაარბიეს.

როგორც FrontNews-ის კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რამდენიმე კაფე ათობით სპორტული აღნაგობის მამაკაცმა დაარბია, რომლებმაც დაზიანებები მიაყენეს ასევე მფლობელებს. სავარაუდოდ, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

როგორც "სპან კაფეს" უცხოელი მფლობელი აცხადებს, თავდამსხმელები შენობის მინებს სკამებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. დარბეულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე კაფეც.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია მამაკაცების ქმედების მიზეზი, რადგან კონფლიქტის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

FrontNews-ის კორესპოდენტის ცნობით, მამაკაცებმა შემთხვევის ადგილი პოლიციის გამოჩენისთანავე დატოვეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე