უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის გადადგომას მხარი არ დაუჭირა
loader

Breaking news

უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

კიევი: უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის გადადგომას მხარი არ დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტს საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებული 297 დეპუტატიდან, მხარი მხოლოდ 97-მა დაუჭრა. გროისმანის გადასაყენებლად მინიმუმ 226 ხმა იყო საჭირო.

ინაუგურაციის დროს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.

გროისმანმა უმაღლეს რადას გადადგომის წინადადებით 23 მაისს მიმართა. კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთელი მთავრობის გადადგომას იწვევს.

მთავრობა, რომლის გადადგომასაც პარლამენტი ამტკიცებს, უფლებამოსილების შესრულებას ახალი კაბინეტის ფორმირებამდე აგრძელებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე