ბუდაპეშტში ტურისტული გემი ჩაიძირა - არის მსხვერპლი
loader

Breaking news

ბუდაპეშტში ტურისტული გემი ჩაიძირა - არის მსხვერპლი

  • ბუდაპეშტში ტურისტული გემი ჩაიძირა - არის მსხვერპლი

კიევი: ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ტურისტული გემი ჩაიძირა.

გავრცელებული ცნობით, ბორტზე 34 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრებიც. გემის მგზავრების უმრავლესობა ტურისტები არიან აზიიდან.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მათგან 18 ადამიანი წყლიდან უკვე ამოიყვანეს, შვიდის გადარჩენა კი, ვერ მოხერხდა. არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ტურისტული გემი ქალაქის ცენტრში, უნგრეთის პარლამენტის შენობის წინ გადატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ტურისტული გემი შეეჯახა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე