ლევან იზორიამ სამაგალითო საქციელისთვის სამხედროები დააჯილდოვა
loader

Breaking news

ლევან იზორიამ სამაგალითო საქციელისთვის სამხედროები დააჯილდოვა

  • ლევან იზორიამ სამაგალითო საქციელისთვის სამხედროები დააჯილდოვა

თბილისი: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 42- ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს - კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს უმასპინძლა.

ლევან იზორიამ ჯარისკაცებს სამაგალითო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და იარაღით დააჯილდოვა.

თავდაცვის მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისა და განვითარებული მოვლენების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ლევან იზორიამ ჯარისკაცებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, ალმოდებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და ხუთი ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე