ვინ არიან სამხედროები, რომლებმაც რუსთავში ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს?
loader

Breaking news

ვინ არიან სამხედროები, რომლებმაც რუსთავში ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს?

  • ვინ არიან სამხედროები რომლებმაც რუსთავში ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს

თბილისი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებმაც რუსთავში ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი გადაარჩინეს.

"ვინ არიან ის სამხედროები, რომლებმაც ქალაქ რუსთავში სამოქალაქო გმირობა გვიჩვენეს? გაიცანით სამხედრო მოსამსახურეები: კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი და კაპრალი დავით კვიწინაძე. სამხედროებმა ალმოდებული კორპუსიდან მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. მაღალი დაკვამლიანების შედეგად, სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე