ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ცნობილია
loader

Breaking news

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ცნობილია

  • ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ცნობილია

კიევი: ევროკავშირში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, 427-მა მილიონმა ადამიანმა 5 წლის ვადით 751 ევროდეპუტატი აირჩია. მანდატების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ევროპის სახალხო პარტიაა - "ევროპის სახალხო პარტიის“ ბლოკს 179 მანდატი ექნება და პრო-ევროპულ კოალიციას სწორედ ის ჩამოაყალიბებს.

2014 წლის არჩევნებში, „ევროპის სახალხო პარტიას“ 216 ადგილი ჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილზეა „სოციალისტების და დემოკრატების“ ბლოკი, რომელიც ევროპარლამენტში სავარაუდოდ, 150 მანდატს მიიღებს. 2014 წელს „სიციალისტებს და დემოკრატებს“ 191 ადგილი ჰქონდათ.

მესამე ადგილზეა ლიბერალური ჯგუფი „ალდე“, რომელიც ამ დროისთვის ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში 107 ადგილს იღებს.

არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და პოზიციები გაიუმჯობესეს მწვანეებმა, რომლებსაც წინა არჩევნებში 50 ადგილი ჰქონდათ, ახლა კი 70 მანდატს მიიღებენ.

ანალიტიკოსების პროგნოზით, „ევროპის სახალხო პარტია“ „დიდ კოალიციას“ „სოციალისტების და დემოკრატების“ ბლოკთან, ლიბერალებისა და მწვანეების დახმარებით შექმნის.

არჩევნებში აქტივობა 51 პროცენტი იყო, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე