ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს​
loader

Breaking news

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს​

  • ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს

კიევი: ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს, 55 წლის წლის ეკონომისტს ნაუსედას 1427 საარჩევნო ოლქის მონაცემებით ხმების 71,12 პროცენტი აქვს.

მის კონკურენტს, ლიეტუვის ყოფილ ფინანსთა მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს 27,45%-მა დაუჭირა მხარი. მან დამარცხება უკვე აღიარა.

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 12 მაისს ჩატარდა. მაშინ ხმათა 50 პროცენტზე მეტის აღება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა.

მოქმედ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლო, რადგან ის ლიეტუვას ორი ვადით 2009 წლიდან მართავდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო