ერაყის სასამართლომ საფრანგეთის სამ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
loader

Breaking news

ერაყის სასამართლომ საფრანგეთის სამ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

  • ერაყის სასამართლომ საფრანგეთის სამ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

კიევი: ერაყის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეებს სიკვდილი მიუსაჯა. მათ ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანება ედებათ.

უცხოური მედიის ცნობით, სამ მამაკაცს ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა აქვთ.

საფრანგეთის სამი მოქალაქის ერაყში ექსტრადაცია სირიიდან თებერვალში განხორციელდა.

ამ ეტაპზე საფრანგეთის ხელისუფლებას მათი მოქალაქეების მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაერთი წევრი გაასამართლეს, თუმცა ჯერ სასჯელი არც ერთი მათგანის მიმართ არ აღსრულებულა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე