ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება
loader

Breaking news

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება

  • ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება

კიევი: ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება. ევროდეპუტატებს აირჩევენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

მანამდე ევროპარლამენტის არჩევნები შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში.

სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.

ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების განსხვავებული რაოდენობა ჰყავს. ეს რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ყველაზე მეტი, 96 ევროდეპუტატი გერმანიიდანაა, ხოლო ყველაზე ნაკლები – ექვსი კვიპროსიდან.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული, როგორ განაწილდება თანამდებობები ევროკავშირის მმართველ ინსტიტუტებში.

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს სამსახურს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. არც ერთი მათგანი ხელახლა არ იყრის კენჭს.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი, ხოლო 28 მაისს ამ საკითხზე ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე