ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს
loader

Breaking news

ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

  • ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

თბილისი: ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერს აირჩევენ.

მეის განმარტებით, 2016 წლის რეფერენდუმის დროს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა, რის შემდეგაც მათი მოვალოება ამ არჩევანის შესრულება იყო, თუმცა მან პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ვერ მოახერსა და სამჯერ დამარცხდა.

როგორც ტერეზა მეიმ აღნიშნა, ახლა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა მიაღწიოს წარმატებას.

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2016 წელს გამართული რეფერენდუმის შემდეგ დაიკავა. საყოველთაო გამოკითხვის დროს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის მომხრე პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე