22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება
loader

Breaking news

22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება

  • 22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება

თბილისი: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეს აღნიშნავს. 

ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი - მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა. 

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. 

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე