უკრაინას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შეაქვს
loader

Breaking news

უკრაინას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შეაქვს

  • უკრაინას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შეაქვს

კიევი: უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შედის. შესაბამის პროტოკოლს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა სტეპან კუბიევმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოაწერეს.

ცვლილებები საშუალებას მისცემს უკრაინას და საქართველოს, ორმხრივი ვაჭრობისას საქონლის წარმომავლობის იდენტური წესები გამოიყენონ, ისარგებლონ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის რეგიონული კონვენციით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმომავლობის წესებით, კერძოდ, დიაგონალური კუმულაციის ეფექტით.

როგორც ცნობილია, უკრაინამ აღნიშნული კონვენციის გამოყენება 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენცია გახლავთ ევროკავშირის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, რომელსაც ბრიუსელი სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის იყენებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ევროკავშირი შავი ზღვისთვის ერთობლივ საზღვაო დღის წესრიგს დაამტკიცებს