სოფელ კოკში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
loader

Breaking news

სოფელ კოკში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

  • სოფელ კოკში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

თბილისი: სოფელ კოკში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დაპირისპირების მიზეზი კოკის # 97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. 

ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ასევე ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ადგილი ჰქონდა როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

"ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა იმის, რომ სადაც მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები ჩვენს უბანში ეს არის კოკის, ხურჩას და ორსანტიას მიმართულებით, "ნაციონალური მოძრაობა" როგორც კი გამოჩნდა დაიწყო ძალადობა დაიწყო პროვოკაცია. ეს იყო პროვოკაცია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მივიდა საარჩევნო უბანზე პოლიცია უკვე ადგილზე იყო.

"მე რომ მოვედი პოლიცია უკვე იყო. შეცდომით დაწერეს საჩივარი, გამოაგდეს ჩვენი წარმომადგენელი, რა არის ტყუილი. გვაქვს ვიდეო, სადაც ქალბატონი ადასტურებს რომ შემეშალა და ახსნა განმარტება დავწერეო,“-განაცადა ლევან ხაბეიშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე